ჩვენ შესახებ
Triart Triart 39 წელზე მეტია აწარმოებს უმაღლესი ხარისხის ავეჯის ფასადებს, სამზარეულოს მაგიდის ზედაპირებს, კედლის დეკორატიულ პანელებსა და სხვა პროდუქციას. ხანგრძლივი საქმიანობის განმავლობაში ჩვენ არ შეგვიწყვეტია აქტიური განვითარება, რაც საერთაშორისო აღიარებითა და სხვადასხვა ქვეყანაში ჩვენი საქმიანობის გაფართოებით დაგვირგვინდა.
წარმოება
Triart-ის საწარმო თურქეთში მდებარეობს და მისი ფართობი 20,000 მ²-სშეადგენს. სწორედ იქ სწრაფად და ოპერატიულად მზადდება პროდუქცია, რომლებიც ჩვენი კლიენტების ინდივიდუალურ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. თანამედროვე აღჭურვილობა და წამყვანი ტექნოლოგიები უმაღლესი ხარისხის პროდუქციის წარმოებაში გვეხმარება. ამას ჩვენი კლიენტების პოზიტიური გამოხმაურებებიც ადასტურებს.
Triart-ის მიზანი
ჩვენი მთავარი მიზანია, კლიენტებს შევთავაზოთ ხარისხიანი, გამძლე და ესთეტური ფასადები რაც შეიძლება მოკლე დროში. ჩვენ მუდმივად ვვითარდებით, ვაკვირდებით ინტერიერის დიზაინში არსებულ ტენდენციებს და ვთავაზობთ ახალ იდეებს.
კომპანიის მისია
ჩვენი მისიაა, გავხდეთ ავეჯის ფასადების, კედლის პანელებისა და ფასადის მაკომპლექტირებელი მასალის საიმედო მიმწოდებელი ქართულ ბაზარზე.
Triart-ის მუშაობის პრინციპები
ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია კლიენტებთან სწორი კომუნიკაცია და მათი საჭიროებების დაკმაყოფილა. მუშაობისას ჩვენ შემდეგი პრინციპებით ვხელმძღვანელობთ, კერძოდ:
- ინდივიდუალური მიდგომა უკლებლივ ყველა კლიენტთან.
- მასალის დროული მიწოდება და კლიენტების ოპერატიული ინფორმირება.
- სიახლეების დანერგვა და შესათავაზებელი პროდუქციის გაფართოება.
- პროდუქციის ხარისხის მკაცრი კონტროლი წარმოების ყველა ეტაპზე
- ინტერიერის დიზაინში არსებულ ტენდენციებზე დაკვირვება და დანერგვა.
Triart-ის უპირატესობები
- საკუთარი წარმოება - თქვენ გვიკვეთავთ, ჩვენ ვაწარმოებთ.
- ევროპული ხარისხი - წარმოებაში ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის იტალიურ, გერმანულ, ავსტრიულ და ესპანურ მასალას.
- ფასადების მრავალფეროვნება - ჩვენი პროდუქცია ფაქტურისა და ფერების ფართო არჩევნით გამოირჩევა.
- სწრაფი და ოპერატიული მიწოდება - ფასადებსა და სხვა პროდუქციას შეკვეთიდან 14 დღეში მიიღებთ.