ჩვენ შესახებ

Triart 40 წელიწადზე მეტია აწარმოებს პრემიუმ ხარისხის ავეჯის ფასადებს, სამზარეულოს ზედაპირებს, კედლის დეკორატიულ პანელებსა და მაკომპლექტირებელ პროდუქციას. ხანგრძლივი საქმიანობის განმავლობაში ჩვენ არ შეგვიწყვეტია აქტიური განვითარება, რაც საერთაშორისო აღიარებითა და სხვადასხვა ქვეყანაში ჩვენი საქმიანობის გაფართოებით დასტურდება.

წარმოება
Triart-ის საწარმოს ფართობი ​​20,000 მ²-ზე მეტს შეადგენს. სწორედ აქ, ოპერატიულად და უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მზადდება პროდუქცია, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ჩვენი მომხმარებლების ინდივიდუალურ მოთხოვნებს. თანამედროვე მოწყობილობა-დანადგარები და აღჭურვილობა, ისევე როგორც წამყვანი ტექნოლოგიები უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის პროდუქციის წარმოებას. ამას ჩვენი მრავალრიცხოვანი მომხმარებლების არაერთი პოზიტიური გამოხმაურებაც ადასტურებს.

Triart-ის მიზანი
კომპანიის ძირითადი მიზანია, მომხმარებელს, უმოკლეს ვადაში შევთავაზოთ პრემიუმ ხარისხის და უნაკლო ვიზუალის მქონე ფასადები, რომელიც უძლებს დროს. ჩვენ მუდმივად ვართ ორიენტირებულები განვითარებაზე, ყურადღებით ვაკვირდებით ინტერიერის დიზაინში არსებულ თანამედროვე ტენდენციებს და ვნერგავთ ახალ იდეებს.

კომპანიის მისია
ჩვენი მისიაა, გავხდეთ ავეჯის ფასადების, სამზარეულოს ზედაპირების, კედლის პანელებისა და ფასადის მაკომპლექტირებელი პროდუქციის საიმედო მიმწოდებელი უკვე ქართულ ბაზარზეც.

Triart-ის მუშაობის პრინციპები

ჩვენ უაღრესად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მომხმარებელთან სწორ კომუნიკაციას და ორიენტირებულნი ვართ მათი საჭიროებების დაკმაყოფილებაზე. ჩვენი საქმიანობის სახელმძღვანელო პრინციპებია:

  • ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ მომხმარებელთან;
  • უმაღლესი ხარისხის პროდუქციის წარმოება და მომხმარებლისთვის შეთანხმებულ ვადაში მიწოდება;
  • ხარისხის მკაცრი კონტროლი წარმოების ყველა ეტაპზე;
  • ინტერიერის დიზაინში არსებული თანამედროვე ტენდენციებისა და სიახლეების დანერგვა;
  • შესათავაზებელი პროდუქციის მრავალფეროვნება და მუდმივად განახლება.

Triart-ის უპირატესობები

  • საკუთარი წარმოება - თქვენ გვიკვეთავთ, ჩვენ ვაწარმოებთ;
  • ევროპული ხარისხი - წარმოებაში ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის გერმანულ, ავსტრიულ, იტალიურ, ნიდერლანდურ და ესპანურ მასალას;
  • არჩევანის მრავალფეროვნება - 140-ზე მეტი ფაქტურა და მოდელი და 70-ზე მეტი ფერი;
  • სწრაფი და ოპერატიული მიწოდება - ფასადებსა და სხვა პროდუქციას შეკვეთიდან მხოლოდ 15-20 დღეში მიიღებთ.

ჩვენი გუნდი

John Doe

CEO, co-founder

At elementum leo a porttitor aliquam amet scelerisque ut condimentum vestibulum parturient scelerisque.

John Doe

CEO, co-founder
At elementum leo a porttitor aliquam amet scelerisque ut condimentum vestibulum parturient scelerisque.

John Doe

CEO, co-founder
At elementum leo a porttitor aliquam amet scelerisque ut condimentum vestibulum parturient scelerisque.